Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერებმა ახალი მემარჯვენეების ოფისში შეკრება გამართეს


ლევან გაჩეჩილაძის თანამებრძოლები პროტესტის მშვიდობიანი ფორმის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ. ნაშუაღამევს ახალი მემარჯვენეების ოფისში შეიკრიბნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა გაიზიარეს გაჩეჩილაძის შეფასება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სააკაშვილისეული შეფასება არაადეკვატურია და შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ პროტესტის მშვიდობიანი ფორმის გამოყენებას. ნინო ბურჯანაძის გარდა შეხვედრაში ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG