Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნომირდინს უკრაინაში რუსეთის ელჩის თანამდებობა დაატოვებინეს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უკრაინაში რუსეთის ელჩის თანამდებობიდან მოხსნა ვიქტორ ჩერნომირდინი. ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ელჩის მოხსნის მიზეზებზე. ჩერნომირდინი ინიშნება რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად და მის წარმომადგენლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. უკანასკნელ ხანებში მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობები დაიძაბა ბუნებრივი გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. ჩერნომირდინი 2001 წლიდან ეკავა კიევში რუსეთის ელჩის თანამდებობა.
XS
SM
MD
LG