Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იარაღის კონტრაბანდის არხები აღმოაჩინა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან


რუსეთმა მის მიერ აღიარებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღის კონტრაბანდის არხები აღმოაჩინა - ამის შესახებ მოსკოვში, ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა განაცხადა. ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ დარჩენილი იარაღის გაყიდვას ცდილობდა დამნაშავეთა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი, რომლის საქმიანობაც რუსეთის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს. ბორტნიკოვის განცხადებით, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იარაღის კონტრაბანდის არხების სრულად დახურვას რუსეთის ყველა შესაბამისი სტრუქტურის შეთანხმებული მოქმედება სჭირდება.
XS
SM
MD
LG