Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნანი ბენდელიანი და ქეთი მსხილაძე


19 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ნანი ბენდელიანი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი და ქეთი მსხილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის სამსახურის უფროსი. ჟურნალისტები და მედიაექსპერტები საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტიაზე მუშაობენ. 17-18 ივნისს თბილისში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ევროსაბჭოს წარმომადგენლები და ევროპელი მედიაექსპერტებიც მონაწილეობდნენ. ნანი ბენდელიანმა და ქეთი მსხილაძემ ისაუბრეს ქარტიის პროექტის შექმნის პროცესსა და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების განხორციელების მნიშვნელობაზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG