ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა თეირანში მომხდარ შეტაკებაში პოლიციასა და, როგორც ცნობაშია ნათქვამი, „ტერორისტულ ჯგუფებს“ შორის. ამავე ცნობის თანახმად, დაღუპულთაგან რამდენიმე პირი ემსხვერპლა ხანძარს, რომელიც მეამბოხეებმა ლოლაგარის მეჩეთში გააჩინეს. ამასთანავე, როგორც ირანის ინგლისურენოვანი ტელეკომპანია პრეს-ტივი იუწყება, შაბათს „მეამბოხეებმა“ ცეცხლი წაუკიდეს ორ ბენზინგასამართ სადგურს და იერიში მიიტანეს სამხედრო საგუშაგოზე. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ცნობების შემოწმება ვერ ხერხდება.
ყველაზე პოპულარული
1