Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასში პრეზიდენტის გადაყენებას საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა


ჰონდურასის დროებითმა პრეზიდენტმა, რობერტო მიკელეტიმ ორ დღიანი კომენდანტის საათი დააწესა მას მერე, რაც პრეზიდენტი მანუელ სელაია გადააყენეს. ტეგუსიგალპაში, არმიის მიერ პრეზიდენტის განდევნის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლესთან სროლა ისმოდა და საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. კოსტა რიკაში, სადაც გაასახლეს სელაია, კვირას განაცხადა მან, რომ გადაწყვეტილი აქვს უკან დაბრუნდეს და თანამდებობა აღიდგინოს. ცივი ომის შემდეგ სამხრეთ ამერიკაში პირველი სამხედრო გადატრიალება მოხდა, როცა ჰონლურასში რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა სელაიას კვლავ ეყარა კენჭი.
XS
SM
MD
LG