Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთს გაეროს სამხედრო დამკვირვებლების პირველი ჯგუფი ტოვებს


გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ სამშვიდობო ოპერაციებში ედმუნდ მულეტმა სოხუმში დეფაქტო პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 30 ივნისს აფხაზეთს გაეროს სამხედრო დამკვირვებლების პირველი ჯგუფი დატოვებს. „15 ივლისისთვის კი ყველა დამკვირვებელი და მისიის საპოლიციო კომპონენტის ყველა თანამშრომელი აფხაზეთიდან გავა. ადმინისტრაციული და ტექნიკური სამსახურების თანამშრომლები კი კიდევ 2-3 თვეს დარჩებიან“, - განაცხადა მულეტმა შეხვედრაზე „აპსნი პრესის“ ცნობით. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი 15 ივნისს ამოიწურა. მანდატის გაგრძელებას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტო რუსეთის მხარემ დაადო.
XS
SM
MD
LG