Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში მოწყობილი თავდასხმის თაოსნებს კადიროვი მოსპობით ემუქრება


ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შურს იძიებს ჩეჩნეთის მილიციის ცხრა თანამშრომლის დახოცვისთვის. გუშინ მეზობელ ინგუშეთში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩეჩენი სამართალდამცველების ავტომანქანას, რის შედეგადაც დაიღუპა ცხრა და დაიჭრა ათი მილიციელი. ისინი ინგუშეთში ჩავიდნენ, რათა თავიანთ იქაურ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ სპეცოპერაციაში. ინგუშეთში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 22 ივნისს თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი. ინტერფაქსის სააგენტოს მოჰყავს კადიროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ შაბათს მოწყობილი თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პირები სასჯელს ვერ გადაურჩებიან.
XS
SM
MD
LG