Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება მწუხარებას გამოხატავს ავიაკატასტროფის გამო


ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა და ღრმა მწუხარება გამოხატა. სამინისტრო განსაკუთრებული ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მეუღლე და საელჩოს ფინანსური მენეჯერი. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს სომხეთის და ირანის მთავრობებსა და დაღუპულთა ოჯახებს.
XS
SM
MD
LG