Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი რუსი უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა მოკლული იპოვეს


დღეს ინგუშეთში მოკლული იპოვეს ცნობილი რუსი უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, ესტემიროვას თავის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ნაზრანთან იპოვეს და, პრეს-მდივნის განცხადებით, “ცხადია”, რომ ესტემიროვა მკვლელობის მსხვერპლი გახდა. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ესტემიროვას ორგანიზაცია “მემორიალი” იუწყებოდა გროზნოში მისი მოტაცების შესახებ. “მემორიალის” თავმჯდომარე ოლეგ ორლოვის განცხადებით, ესტემიროვას გროზნოში ოთხმა მამაკაცმა აიძულა მანქანაში ჩაჯდომა, თვითმხილველებმა გაიგეს მისი ყვირილი. ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩის” განცხადებით, ესტემიროვა მუშაობდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე.
XS
SM
MD
LG