Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მემორიალმა" დროებით შეაჩერა ჩეჩნეთში საქმიანობა


უფლებადამცავმა ორგანიზაცია “მემორიალმა” ჩეჩნეთში მუშაობა შეაჩერა ცნობილი უფლებადამცველის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, “მემორიალის” წარმომადგენელმა ალექსანდრ ჩერკასოვმა განაცხადა, რომ, როგორც ესტემიროვას მკვლელობა ცხადჰყოფს, “ჩეჩნეთში მუშაობა სიკვდილის საფრთხეს უკავშირდება” და “მემორიალი” თავისი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩააგდებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა. პარასკევს გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი “მემორიალს” სასამართლოში უჩივლებს ცილისწამების გამო მას შემდეგ, რაც უფლებადამცავმა ორგანიზაციამ სწორედ კადიროს დააკისრა ესტემიროვას მკვლელობის პასუხისმგებლობა. ესტემიროვა ოთხშაბათს მოიტაცეს ჩეჩნეთში, რამდენიმე საათში კი მოკლული იპოვეს მეზობელ ინგუშეთში.
XS
SM
MD
LG