Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში მომხდარ ინციდენტში ორი ადამიანი დაიღუპა


ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაბათს საღამოს, გროზნოში, საბუთების შემოწმებისას, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა მილიციის თანამშრომლებს და ორი მათგანი დაჭრა. სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მანქანის მძღოლი მოკლეს. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი დაჭრილიც - გროზნოს შინაგან საქმეთა ერთ-ერთი სარაიონო განყოფილების სისხლის სამართლის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG