Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადს პირველი ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნისთვის აკრიტიკებენ


ირანის კონსერვატული ძალების წარმომადგენლები მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურნენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გადაწყვეტილებას, ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნოს ესფანდიარ რაჰიმ მაშაიე. მკაცრი კურსის მხარდამჭერ გაზეთ „კაიჰანის“ მთავარი რედაქტორი ჰოსეინ შრიათმადარი დღეს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში აღნიშნავს, რომ აუცილებელია გადაისინჯოს მაშაიეს დანიშვნის გადაწყვეტილება, რათა გათვალისწინებულ იქნეს „ხალხის უმრავლესობის“ სურვილი. მაშაიეს დანიშვნა კონსერვატორმა სასულიერო პირმა აჰმად ხათამიმაც გააკრიტიკა. ესფანდიარ რაჰიმ მაშაიეს ქალიშვილი მაჰმუდ აჰმადინეჟადის ვაჟის ცოლია. შარშან მაშაიეს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა განცხადებისთვის, რომ ირანი ისრაელი ხალხის მეგობარია.
XS
SM
MD
LG