Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტები რუსეთის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობენ


ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს შვიდმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა რუსეთის ხელისუფლებას კვლავ შესთავაზა დახმარება ჟურნალისტების, ადვოკატებისა და სამართალდამცველების მკვლელობათა გამოძიებაში. მათი ახალი მიმართვა მოჰყვა ადამიანის უფლებათა დამცველის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობას. გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია სამართალდამცველებზე არაერთი თავდასხმა. მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის დანაპირები ნატალია ესტემიროვას მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის შესახებ, რეალურმა და სერიოზულმა მოქმედებებმა უნდა გაამყაროს. ნატალია ესტემიროვა გასულ კვირაში გროზნოდან მოიტაცეს, ხოლო რამდენიმე საათში მისი ცხედარი ინგუშეთში იპოვეს.
XS
SM
MD
LG