Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ახლად დანიშნულმა ვიცე-პრეზიდენტმა უარი თქვა თანამდებობაზე


ირანის ახლად დანიშნულმა ვიცე-პრეზიდენტმა, ესფანდიარ რაჰიმ მაშაიემ, რელიგიური ლიდერის ზეწოლის შედეგად, უარი თქვა თანამდებობაზე. მაშაიე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე სახელმწიფოს მეთაურმა მაჰმუდ აჰმადიეჟადმა დანიშნა. უზენაესმა რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ მისი დანიშნვა, საზოგადოებაში, მათ შორის აჰმადინეჟადის მომხრეთა შორისაც, განხეთქილებას გამოიწვევს. რაჰიმ მაშაიე ცნობილია გამონათქვამით, რომ ირანელები ყველა ხალხის მეგობრები არიან, მათ შორის ისრაელებისაც. ამ ფრაზამ ირანის კონსერვატორთა მრისხანება გამოიწვია. მაშაიე და აჰმადინეჟადი მძახლები არიან.
XS
SM
MD
LG