Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წყლის მიწოდება - ქრონიკულად მოუგვარებელი პრობლემა მესხეთში


ახალციხე
ახალციხე
სასმელი წყლის პრობლემა ტრადიციულია ახალციხეში, – ასე უპასუხა ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა გიორგი იმნაძემ. ტრადიციული პრობლემა მესხეთში თითქმის ორი ათეული წელია, რაც გრძელდება. სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაღებული მილიონების შედეგი მხოლოდ 2 საათით გაზრდილი გრაფიკია. სუსანა ბაშარული დეპუტატებთან შეხედრაზე მღვრიე წყლით სავსე ბოთლით მივიდა.

ახალციხელებს ამჯერად დეპუტატები დაჰპირდნენ, რომ წლის ბოლოსთვის ქალაქის მოსახლეობა სასმელად ნორმალურ წყალს მიიღებს.

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ პეტრიაშვილი ირწმუნება, რომ სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. ახალციხელების გარდა, სასმელად ვარგისი წყლის მიღებას ასპინძელებიც ითხოვენ. ახალციხისგან განსხვავებით, აქ შედარებით მოკრძალებული თანხა დაიხარჯა - 3 მლნ-ის ოდენობით, თუმცა შედეგით არც ასპინძელები არიან კმაყოფილნი.

კიდევ ერთი რაიონი, სადაც უწყლობის ტრადიციული პრობლემა აწუხებთ, ბორჯომი-ბაკურიანია. ქვეყნის მთავრობამ საკურორტო ზონაში პრობლემის მოსაგვარებლად 30 მლნ გამოყო, თუმცა აქაც უშედეგოდ.

წყალსაკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომში, პროექტის მიხედვით, წელიწად-ნახევარში უნდა დასრულდეს. გამოყოფილი 30 მილიონიდან 13 მლნი ბაკურიანს, ხოლო დანარჩენი ბორჯომს უნდა მოხმარდეს.

`ჩვენ ბევრგან მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, მაგრამ წავიბორძიკეთ, იმიტომ რომ არ გვქონდა გამოცდილება. ბევრგან გვეგონა, რომ ამდენი ღირს, გამოვყავით თანხები, ონკანები დავაყენეთ და აღმოჩნდა, რომ წყალი არ წამოვიდა. და ეს უნდა გადავლახოთ. წყალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბორჯომის წყალს ვასმევთ მთელ მსოფლიოს და ბორჯომში არ არის ნორმალური სასმელი წყალი მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს არის მართლა ისტორიული პროექტი ბორჯომისთვისაც და ბაკურიანისთვისაც. წყლის მარაგები სავსეა იქ. Uუბრალოდ, საჭირო იყო ამის ტექნოლოგიურად სწორი გაკეთება. მართალია, შორიდან არის მოსაყვანი, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია~, - განაცხადა ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვახტანგ მაისურაძემ პრეზიდენტს განუმარტა, რომ მასშტაბური მშენებლობის განსახორციელებლად მშენებლები უკვე მზად არიან. ადგილობრივი ხელისუფლება იმასაც ირწმუნება, რომ წყალსადენის მშენებლობის 15 % შესრულებულია, რადგან სამშენებლო კომპანიამ ხელისუფლების პრეტენზიები ხარისხსა და ტემპებთან დაკავშირებით გამოასწორა.
XS
SM
MD
LG