Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითი მოსკოვში ჩადის


რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავზე დეფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ეწვევა. რუსეთის პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოკოითი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩადის. განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დასახმარებლად სამთავრობოთშორისი შეთანხმების გაფორმება, დეფაქტო რესპუბლიკის ინფრაქტურუქტურისა და საცხოვრებელი სექტორის აღდგენა. რუსეთის მიერ ეგრეთწოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებიდან გასული ერთი წლის თავზე ცხინვალსა და სოხუმში საზეიმო ღონისძიებები ტარდება.
XS
SM
MD
LG