ერაყის პოლიციის ცნობით, ბაღდადიდან 100 კილომეტრში, ქალაქ რამადიში, დანაღმული მანქანით პოლიციის საგუშაგოზე შეიჭრა თვიმკვლელი თავდამსხმელი. აფეთქებამ 9 ადამიანი შეიწირა, დაშავდა 15 პირი. რამადი აშშ-ის არმიის ერაყში შესვლის პერიოდში მეამბოხეთა სიმაგრე იყო. ის სუნიტებით დასახლებული არეალის ცენტრია.