Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობამ ახალი დასახლებების მშენებლობა გადაწყვიტა ვაშინგტონის კრიტიკის მიუხედავად


ისრაელმა ებრაელთა დასახლებებში ასობით სახლის მშენებლობა დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ გეგმას აშშ აკრიტიკებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა 455 ახალი სახლის აშენების დადგენილება დაამტკიცა. სახლების უმეტესობა მდებარეობს არეალებში, რომლებზეც ისრაელს სურს პრეტენცია იქონიოს პალესტინელებთან სამომავლო სამშვიდობო გარიგებისას. ეს გეგმა პრემიერ- მინისტირ ბენიამინ ნეტანიაჰუს პირველი ასეთი გადაწყვეტილებაა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მარტის მერე. ნეტანიაჰუ ზეწოლას განიცდის აშშ-ისგან, შეწყვიტოს მშენებლობები, რათა განახლდეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG