Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და თურქმენეთის ლიდერებმა ვერ მიაღწიეს ახალ გარიგებას გაზის გარშემო


რუსეთის და თურქმნეთის ლიდერებმა ვერ მოახერხეს მიეღწიათ ახალი გარიგებისთვის რუსეთისთვის თურქმნეთიდან გაზის მიწოდების აღდგენის ვადების გარშემო. თურქმენეთიდან რუსეთში გაზის მიწოდება შეწყდა აპრილში, როცა მთავარ მილსადენზე აფეთქება მოხდა. პრეზიდენტების, მედვედევის და ბერდიმუხამედოვის შეხვედრისგან, რომელიც თურქმენეთში შედგა, მოელოდნენ, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი პრიხოდკომ განაცხადა, რომ რუსეთი და თურქმენეთი რუსეთისთვის თურქმენეთის გაზის მიწოდების საკითხებზე მუშაობენ. პრიხოდკომ, რომელიც დმიტრი მედვედევს ახლავს თურქმნეთში, განაცხადა, რომ ორი ქვეყნის გაზის კომპანიები მალე შეხვდებიან ერთმანეთს ფასებზე და ვადებზე შესათანხმებლად. თურქმენეთს სურს ექსპორტი სწრაფად აღდგეს, რადგან გაზი, ბამბასა და ნავთობთან ერთად, ბიუჯეტის შემოსავლის მთავარი წყაროა. რუსეთმა გადადო მილსადენის შეკეთება, რასაც თურქმენეთთან დაძაბულობა მოჰყვა. მილსადენების გახეთქვა, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, სიძველის გამო, ხშირია, მაგრამ მათ აღდგენას ერთ კვირა სჭირდება ხოლმე.
XS
SM
MD
LG