Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაუნი ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე განაცხადებს


ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი განუცხადებს გაეროს, რომ მისი სახელმწიფო მზად არის ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ფლოტი ოთხიდან სამამდე შეამციროს. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, ბრაუნი ამ განცხადებას ხუთშაბათს დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთებს. ბრაუნი განაცხადებს იმასაც, რომ ბრიტანეთი არ არის მზად უარი თქვას ბირთვულ სახელმწიფოობაზე.
XS
SM
MD
LG