Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირი ანგარიშგასაწევ ძალად იქცა


ირაკლი პეტრიაშვილი (შუაში)
ირაკლი პეტრიაშვილი (შუაში)
25 სექტემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მე-11 ყრილობამ თავმჯდომარე აირჩია. ყრილობის დელეგატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უალტერნატოვო კანდიდატს, გაერთიანების მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს. კენჭისყრამდე პროფესიული კავშირების ხელმძღვანელობამ დელეგატებს გასული ოთხი წლის ანგარიში ჩააბარა და სამოქმედო პროგრამა წარუდგინა. დელაგეტების გარდა ყრილობაზე მიწვეული იყვნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ჯიმშერ რეხვიაშვლმა სცდა იმის გარკვევა, იქცა თუ არ პროფესუილი კავშირების გაერთიანება ანგარიშგასაწევ ძალად და რის გაკეთებას აპირებს გაერეთიანება უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში.

ტაშითა და შეძახილებით „სოლიდარობა-სოლიდარობა!“ - დასრულდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარის როგორც საანგარიშო მოხსენება, ასევე არჩევნები. დელეგატების უმრავლესობამ მხარი ირაკლი პეტრიაშვილს დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის იყო ვიტალი აბრამიშვილი - ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირის აქტივისტი, რომლის თქმითაც, ენერგიულმა თავმჯდომარემ, გასული ოთხი წლის განმავლობაში გაერთიანების გამოცოცხლება და ამოძრავება შეძლო.

რიგითი წევრების მსგავსად, პროფკავშირების ამოძრავება შეუმჩნეველი არც მთავრობის წევრებს დარჩენიათ. ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მყოფმა ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ პროფკავშირი კვალიფიურ ოპონირებას უწევს მთავრობას და ამით ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ალექსანდრე კვიტაშვილის დაკვირვებით, პროფკავშირების მოქმედი გაერთიანება აღარ ჰავს ეგრეთ წოდებულ საბჭოთა ფროკავშირს, რომელიც ფაქტობრივად ხელისუფლების დანამატი იყო. დეპუტად მაგდა ანიკაშვილის თქმით, პროფკავშირების წევრების აქტიურობა თვალშისაცემი უკანასკნელი წლების განმავლობაში გახდა.

„ხშირ შემთხვევაში პარლამენტის წევრები გარკვეული პროლემების შესახებ პროფკავშირების წევრებიდან ვიგებთ. ისინი უფრო ოპერატიულად რეაგირებენ, მოგვართავენ, მათ მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი წევრი ჰყავთ, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია“, უთხრა მაგდა ანიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თავად პროფესიული კავშირების გარეთიანება დადებით მაჩვენებლად ხელისუფლებასთან დაწყებულ დიალოგს მიიჩნევს, თუმცა ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ყველა ძალისხმევა წყალში ჩაიყრება, თუკი გაერთიანება მთავრობას შრომის კოლდექს ვერ შეაცვლევინებს. ამასთან, პროფესიული კავშირების გარეითანებაში იმედს არ კარგავენ, რომ ხელისუფლებას შრომის კოდექსის შეცვლაზე დაიყოლიებენ. გაერთიანების თავჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას თქმით, მთავრობაზე ზეწოლას ახორციელებს ევროკავშირი, რომელიც შრომის კოდექსის გამო, საქართველოს ხელისუფლებას ვაჭრობის სფეროში შეღავათების გაუქმებით ემუქრება.

„ახლა დგას გადამწყვეტი ეტაპი, - ამბობს ალექსანდრია. - 21-22 ოქტომბერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩვენი მონაწილეობით, ევროკომისიასთან ერთად მართავს მრგვალ მაგიდას თბილისში. ასევე იქნება დამსაქმებელთა ასოციაცია და მთავრობა. ამ უკანასკნელმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტული ცვლილება შრომის კოდექსში. ევროკომისია პირდაპირ მოითხოვს: შრომის ეს კოდექსი შესაცვლელია! წინააღმდეგ შემთხვევაში შეღავათების რეჟიმი აღარ გაგრძელდება“.

თუმცა პროფკავშირებისაგან განსხვავებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში მიიჩნევენ, რომ შრომის კოდექსის ბედი დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს. კომიტეტის თავჯდმომარეოთარ თოიძე ამბობს, არჩარებით შესაძლოა საქმე კიდევ უფრო მეტად გაფუჭდეს.

ოთარ თოიძის თქმით, მომვალი კვირიდან პროფკავშირების ინიციატივით შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. ცხადია, პროფკავშირების ინტერესებს პარლამენტში 11-ე ყრილობის მიერ არჩეული ხელმძღვანელობა დაიცავს. როგორც უკვე ვთქვით, გაერთიანებას უახლოესი ოთხი წლის განმალობაში კვლავ ირაკლი პეტრიაშივლი უხელმძღვნელებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG