Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება ნოემბრიდან იწყებს რადიომაუწყებლობას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის


რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება ნოემბრიდან იწყებს რადიომაუწყებლობას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის, სახელწოდებით "კავკასიის ექო". ყოველდღიურ ერთსაათიან პროგრამას მოამზადებენ ჟურნალისტები რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში და კორესპონდენტები საქართველოში (მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან). ახალი რადიოგადაცემა იწარმოებს რუსულ ენაზე და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ყოველ საღამოს. რადიოგადაცემების ტრანსლაცია მოხდება FM სიხშირეებზეც. გადაცემა შეიცავს ახალ ამბებს, რადიოსიუჟეტებს და მსმენელებთან ინტერაქტიული იქნება. ნოემბრიდანვე ამოქმედდება ახალი ვებსაიტი "კავკასიის ექო". ახალი პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხების შერიგებას და ხიდის გადებას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე არსებულ სხვადასხვა შეხედულებას შორის.
XS
SM
MD
LG