Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ოკუპანტებმა მიკროავტობუსის ქართველი მგზავრები დააკავეს


8 ოქტომბერს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგურის გადმოსასვლელზე რუსმა სამხედროებმა მიკროავტობუსი გააჩერეს და ქართველი მგზავრები დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლის მოადგილის, თორნიკე კილანავას ცნობით, ”მგზავრები, აფხაზური პასპორტების არქონის გამო, გალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სასტიკად ნაცემია მიკროავტობუსის მძღოლი.” კილანავას ინფორმაციით, მიკროავტობუსს მგზავრები საბერიოდან ზუგდიდში გადაჰყავდა და ის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურის გადასასვლელზე გააჩერეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, მიკროავტობუსი რუსმა სამხედროებმა საბერიოს ცენტრში გააჩერეს და მძღოლი გალის მილიციაში გადაიყვანეს. თუმცა ის ნაცემი არ არის. რაც შეეხებათ მგზავრებს, მათი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG