Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: პაკისტანის ბირთვულ არსენალს საფრთხე არ ემუქრება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, პაკისტანის ჯარის შტაბზე ექსტრემისტების მიერ მიტანილი იერიში ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ”მზარდ” საშიშროებაზე მიუთითებს. მაგრამ, კლიტონის თქმით, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს კვლავ პაკისტანის მთავრობა და სამხედრო უწყება აკონტროლებს. პაკისტანის ჯარის განცხადებით, მისმა სამხედროებმა დღეს შეიპყრეს ბოლო ექსტრემისტი მათგან, ვინც შაბათს დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ რავალპინდიში სამხედრო შტაბს თავს დაესხა და ათობით პირი მძევლად აიყვანა. გათავისუფლებულია 39 ადამიანი, რომლებიც 22 საათის განმავლობაში იყვნენ ტყვეობაში. ოპერაციის დროს მომხდარ სროლას სამი მძევალი, ორი სამხედრო და ოთხი ექსტრემისტი ემსხვერპლა. შტაბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG