Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ტერორისტთა დახმარებაში სდებს ბრალს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური საქართველოს ალ-ყაიდის იმ აგენტების წვრთნასა და უსაფრთხოდ გადაადგილების ხელშეწყობაში სდებს ბრალს, ვინც რუსეთის ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავს. საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი ამბობს, რომ ეს ბრალდება ეფუძნება აუდიო-ჩანაწერებს: ”ბოევიკებისთვის აღმოჩენილი აუდიო-ჩანაწერები მოწმობს, რომ მათ ალ-ყაიდის ემისრებთან ერთად კონტაქტი აქვთ საქართველოს სპეც-სამსახურებთან, რომლის მონაწილეობითაც ტერორისტების მომზადეებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასროლის ორგანიზება ხდება”. ამას გარდა, ბორტნიკოვი აცხადებს, რომ საქართველო ეხმარება ტერორისტებს დაღესტანში მაღალი საფრთხის შემცველი ობიექტებზე დივერსიული აქტების მოსაწყობად იარაღის, ასაფეთქებელი მასალისა და ფინანსური საშუალებების გაგზავნაში. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ნავთობისა და გაზსადენების მწყობრიდან გამოყვანის მცდელობას გულისხმობს. ”ეფესბეს” მონაცემებით, ივლისის დასაწყისიდან დღემდე ჩრდილოეთ კავკასიაში 19 დივერსიულ-ტერორისტული აქტია აღკვეთილი, წლის დასაწყისიდან დღემდე კი - 45.
XS
SM
MD
LG