საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ–ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ თბილისს დღეს საღამოს ეწვევა. საგარეო მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე მუშა-ჯგუფის ჩამოყალიბება. ერთ-ერთი მუშაობს სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე და ამ მუშა-ჯგუფის სხდომა თბილისში 20 ოქტომბერს გაიმართება. განსახილველი საკითხებიდან ნალბანდოვმა გამოყო: საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, საქართველოს სამხედროების მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში და რეგიონში უსაფრთხოების პრობლემა.
აშშ–ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ თბილისს ესტუმრება

სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1