Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გაეროს შეთავაზებას ეხმაურება


ირანი აცხადებს, რომ მან შეიძლება ნაწილობრივ გამდიდრებული ურანის ნაწილი საზღვარგარეთ გაგზავნოს გასამდიდრებლად, ან პირდაპირ იყიდოს გამდიდრებული ურანი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი განიხილავს გაეროს წინადადებებს ურანის ბირთვულ საწვავად ქცევისთვის მისი სხვა ქვეყნებში გაგზავნის შესახებ და რამდენიმე დღეში გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს არის პირველი ოფიციალური ნიშანი, რომ ირანი ნაწილობრივ მაინც გაიზიარებს გაეროს გეგმის პროექტს.
XS
SM
MD
LG