Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში წყალდიდობაა


ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში წყალდიდობაა. წუხელ ახმეტის რაიონში მდინარე ილტო ადიდდა და, საინოფრმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, საავტომობილო გზა დაანგრია, რის შედეგადაც რაიონულ ცენტრს მოწყდა რამდენიმე სოფელი. მიმოსვლა მარტო საცალფეხო ბილიკებით არის შესაძლებელი. იუწყებიან აგრეთვე, რომ მდინარემ წააქცია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კვლავ მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში. დატბორილია სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.
XS
SM
MD
LG