Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლევრები ხმაურის საწინააღმდეგო მეთოდებს განვითარებენ


ხმაური, განსაკუთრებით, სამუშაო ადგილებზე, ფაბრიკებსა და ქარხნებში, ადამიანს ღლის და შეიძლება ის დაავადოს კიდეც. მეცნიერები მუშაობენ ახალ მეთოდებზე, როგორ ჩაახშონ ეს ხმაური, როგორც დაიცვან ჩვენი ყური ამ აუტანელი ბგერებისგან. ედინბურგში, საერთაშორისო შეხვედრაზე, ხმაურის წინააღმდეგ ახალი მეთოდები იქნა წარმოდგენილი. ხმაურთან ტრადიციული ბრძოლის მეთოდი ასეთია: საცხოვრებელი არეალებში, ადამტიანების თავშეყრის და მუშაობის ადგილებში ხმაურისგან დამცველ კედლებს დგამენ ხოლმე. ეს პასიური დაცვაა ხმაურისგან, კედელი ბგერას უბრალოდ შთანთქავს. ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტის ექსპერტი, კოლინ ჰანსენი სხვა გზას დაადგა. მან შეიმუშავა მეთოდი, რომლის თანახმად, მიკროფონები ზომავს ხმაურის დონეს, შემდეგ, გამომთვლელი მანქანა გადაამუშავებს მას და გადასცემს ხმის გამაძლიერებლებს. ეს უკანაკნელი გამოიმუშავებს ანტიბგერას, რომელიც შემაწუხებელ ხმაურს ახშობს. ანტიბგერას უკვე იყენებენ პროპელერიან თვითმფრინავებში. ამ შემთხვევაში, ის ახშობს პროპელერის გუგუნს, რომელიც ჩვეულებრივ სალონში მსხდომ მგზავრებამდე აღწევს. გაყიდვაში არის ანტიბგერების საყურისები, რომელთა საშუალებით სამგზავრო თვიმფრინავებში ხმაურის ჩახშობა შეიძლება. ისე, რომ ადამიანს შეუძლია იქ ფილმს უყუროს ან მუსიკას მოუსმინოს. კოლინ ჰანსენს სურს ანტიბგერა გამოიყენოს გარეთაც, გარემოში, სადაც ხმაური უფრო ძლიერია, ვიდრე თვითმფრინავებში. ასეთი ადგილია, მაგალითად ფაბრიკები და ქარხნები, სადაც, მომუშავე ადამიანები იძულებული არიან ყურის დიდი ზომის, მოუქნელი დამცველები ჩამოიცვან. ისინი მოუხერხებელი არიან და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას აძნელებენ.

თვითმფრინავის დამცველ საყურისებს ქარხანაში ვერ მოიმხართ, მათ იქ ეფექტი არ აქვთ. ამის საპირისპიროდ ჰანსენს სურს ხმის გამძლიერებლებით იმუშაოს, მაგრამ არის პრობლემა: ბგერა და ანტიბგერა ერთმანეთს ხვდება სივრცის ზოგიერთ წერტილში და ზოგან, შეიძლება ხმაური გაძლიერდეს კიდეც. ადამიანებს მუშაობისას ერთ ადგილზე ვერ აიძულებ ყოფნას. ამიტომ, სასურველია, მათ ისევე დაჰყვებოდეს ანტიბგერა, როგორც სცენაზე მყოფ არტისტს სინათლე. ჰანსენმა გამოსავალი ნახა: მთელ სივრცეში აყენებს მიკროფონებს. ისინი ზომავენ ხმაურის ველს. ულტრაბგერის სენსორი კი იმას ადგენეს თუ, სად არის იქ მომუშავე, მისი თავი, ყურები. იზომება ხმაურის ველი უშუალოდ თავთან და უშუალოდ იქაა შესაძლებელი ანტიბგერის ამოქმედება, შესაბამისად ხმაურის ჩახშობა.

ჰანესი ამბობს, რომ ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა ჯერ ძნელდება ორი მიზეზით: ერთი ისაა, რომ სისტემა ძვირია, მეორე ის, რომ მიკროფონებს და ხმის გამაძლიერებლებს არ შეუძლიათ დაბინძურებულ, მტვრიან გარემოში მუშაობა. მაგრამ ჰანსენი იმედიანადაა, ფიქრობს, რომ უფრო გამძლე სისტემის შექმნა შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ვმუშაობთო, ამბობს ადელაიდის უნივერსიტეტის ხმაურის მკვლევარი და მასთან მებრძოლი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG