Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ლისაბონის ხელშეკრულებას


ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებას. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბოლო მოუღო უკანასკნელ დაბრკოლებას ხელშეკრულების რატიფიკაციის გზაზე. ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც აქამდე არ ჰქონდა რატიფიცირებული ეს დოკუმენტი. ევროკავშირის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ლისაბონის ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის რეფორმას ითვალისწინებს, წლის ბოლომდე შევა ძალაში.
XS
SM
MD
LG