საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გაშარჟების გამო ინტერნეტში მიმდინარე დაპირისპირებამ დიდი ხანია ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში გადაინაცვლა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პატრიარქის დაცვისა და უხამსობის შემცველი ვიდეორგოლების ავტორთა დასჯის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, პირველ ნოემბერს კი გავრცელდა ცნობა, რომ ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე პოლიციამ და პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავი ორგანოების ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს აფიქრებინებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
სახალხო დამცველის ოფისში 3 ნოემბერს შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართვა გაუგზავნა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე დაწყებული წინასწარი გამოძიების შეწყვეტა მოითხოვა. მიმართვის ტექსტი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წაიკითხა:
„შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების აღნიშნული ქმედებების გამო, გამოვხატავთ შეშფოთებასა და პროტესტს, ვინაიდან სამართალდამცავთა მოქმედება წარმოადგენს სიტყვის, გამოხატვისა და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების პრინციპებს. მოვითხოვთ აღნიშნულის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა შეწყვიტონ წინასწარი გამოძიება და განგვიმარტონ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძველი.“
საგამოძიებო ღონისძიებებში ბექა მინდიაშვილმა იგულისხმა რამდენიმე პირის დაკითხვა და, ფაქტობრივი მტკიცებულებების სახით, მათთვის კომპიუტერების ჩამორთმევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე დაიკითხა თავისუფლების ინსტიტუტის წევრი თეა თუთბერიძე, რომელმაც ინტერნეტში, უფრო ზუსტად კი სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე, ვინმე „მამა ბუასილის“ მიერ დამზადებული ვიდეოშარჟები გამოაქვეყნა, თუმცა რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში თეა თუთბერიძე ამბობს, რომ პოლიციაში სულ სხვა რამის, მისი მისამართით გამოთქმული მუქარების გამო დაიბარეს. ამასთან, თეა თუთბერიძის თქმით, პოლიციის მიერ დაკითხულ არც ერთ პირს ვიდეოშარჟების რეალურ ავტორთან კავშირი არა აქვს.
„ყოველდღე ვეკონტაქტები ეგრეთ წოდებულ „მამა ბუასილს“ სკაიპით და იგი ნამდვილად არაა იმ ორი ბავშვიდან არც ერთი. და რა ამოიღო პოლიციამ, არ ვიცი. დიდი სურვილი მაქვს ვნახო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა თუთბერიძემ.
სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი გიორგი გოცირიძე განმარტავს:
„შეუძლებელია სისხლის სამართლის კოდექსში ვიპოვოთ ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც ადეკვატური და რელევანტური იქნებოდა ვიდეორგოლებთან მიმართებაში. ესაა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია ევროკონვენციით, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.“
ამასთან, სამართლებრივი დევნის წინააღმდეგნი არიან ისინიც, ვინც თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოშარჟებს უხამსობად და პატრიარქის ღირსების შემლახველ ქმედებად მიიჩნევს. ტელეკომპანია „ივერიის“ დამფუძნებელი გიორგი ანდრიაძე ერთ-ერთი მათგანია:
„სამართლებრივი დევნა, რასაც ახლა აკეთებენ, ესაა სააკაშვილის PR-მასკარადი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საპატრიარქოს არ უჩივლია და არც განცხადებით მიუმართავს, დაიჭირეთო. მაშინ ისმის კითხვა, რატომ დაიჭირეს? იმიტომ, რომ ყურადღება გადაეტანათ პირდაპირი ეთერიდან, რომელიც ხელისუფლებამ ჩაშალა და რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. ვიდეორგოლების შინაარსი ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია და მასში ვხედავ მიზანმიმართულ ანტიეკლესიურ პოზიციას, მაგრამ მათი ავტორების დაკითხვა, დაკავება და დაპატიმრება საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება.“
საქართველოს კანონმდებლობის გარდა, გამოხატვის თავისუფლებას იცავს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია. თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია საზოგადო მოღვაწეთა კრიტიკისა და მათი საჯარო განხილვის შეზღუდვა:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ერთმნიშვნელოვნად იცავს გამოხატვის თავისუფლებას იმ შემთხვევაში, როცა ის არის პროვოკაციული, შოკისმომგვრელი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელი. საერთოდ, მისაღები და მოსაწონი გამოხატვა დაცვას ბუნებრივად არ საჭიროებს. დაცვა სჭირდება ასეთ შემთხვევებს.“
მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საფრთხე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება, რეალურია, თუმცა ფილოსოფოს გიგა ზედანიას თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობასა და სიფხიზლეზე.
„თუ რეაქცია არ გვექნება, მაშინ მივიღებთ ანტილიბერალიზმის ახალ ტალღას. ლიბერალური დემოკრატია არ ცნობს საკრალურ ადამიანს საკუთარ რიგებში. მოცემულ შემთხვევაში საკითხის პოლიტიზაციაა დამნაშავე. ესაა ერთი უაზრო ხუმრობა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს უაზრო ხუმრობა იქცა გამოცდად სამოქალაქო საზოგადოებისათვის - მოხდება ამ ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა (რაც დაუშვებელია) თუ დარჩება ერთ ცალკეულ შემთხვევად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დარჩეს შემთხვევად და არ იქცეს ახალი ტალღის დასაწყისად, რომელიც ჩვენ უკან დაგვწევს ათწლეულებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა ზედანიამ.
სამართლებრივი დევნა, რასაც ახლა აკეთებენ, ესაა სააკაშვილის PR-მასკარადი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საპატრიარქოს არ უჩივლია და არც განცხადებით მიუმართავს, დაიჭირეთო.
„შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების აღნიშნული ქმედებების გამო, გამოვხატავთ შეშფოთებასა და პროტესტს, ვინაიდან სამართალდამცავთა მოქმედება წარმოადგენს სიტყვის, გამოხატვისა და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების პრინციპებს. მოვითხოვთ აღნიშნულის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა შეწყვიტონ წინასწარი გამოძიება და განგვიმარტონ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძველი.“
საგამოძიებო ღონისძიებებში ბექა მინდიაშვილმა იგულისხმა რამდენიმე პირის დაკითხვა და, ფაქტობრივი მტკიცებულებების სახით, მათთვის კომპიუტერების ჩამორთმევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე დაიკითხა თავისუფლების ინსტიტუტის წევრი თეა თუთბერიძე, რომელმაც ინტერნეტში, უფრო ზუსტად კი სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე, ვინმე „მამა ბუასილის“ მიერ დამზადებული ვიდეოშარჟები გამოაქვეყნა, თუმცა რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში თეა თუთბერიძე ამბობს, რომ პოლიციაში სულ სხვა რამის, მისი მისამართით გამოთქმული მუქარების გამო დაიბარეს. ამასთან, თეა თუთბერიძის თქმით, პოლიციის მიერ დაკითხულ არც ერთ პირს ვიდეოშარჟების რეალურ ავტორთან კავშირი არა აქვს.
„ყოველდღე ვეკონტაქტები ეგრეთ წოდებულ „მამა ბუასილს“ სკაიპით და იგი ნამდვილად არაა იმ ორი ბავშვიდან არც ერთი. და რა ამოიღო პოლიციამ, არ ვიცი. დიდი სურვილი მაქვს ვნახო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა თუთბერიძემ.
სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი გიორგი გოცირიძე განმარტავს:
„შეუძლებელია სისხლის სამართლის კოდექსში ვიპოვოთ ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც ადეკვატური და რელევანტური იქნებოდა ვიდეორგოლებთან მიმართებაში. ესაა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია ევროკონვენციით, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.“
ამასთან, სამართლებრივი დევნის წინააღმდეგნი არიან ისინიც, ვინც თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოშარჟებს უხამსობად და პატრიარქის ღირსების შემლახველ ქმედებად მიიჩნევს. ტელეკომპანია „ივერიის“ დამფუძნებელი გიორგი ანდრიაძე ერთ-ერთი მათგანია:
„სამართლებრივი დევნა, რასაც ახლა აკეთებენ, ესაა სააკაშვილის PR-მასკარადი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საპატრიარქოს არ უჩივლია და არც განცხადებით მიუმართავს, დაიჭირეთო. მაშინ ისმის კითხვა, რატომ დაიჭირეს? იმიტომ, რომ ყურადღება გადაეტანათ პირდაპირი ეთერიდან, რომელიც ხელისუფლებამ ჩაშალა და რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. ვიდეორგოლების შინაარსი ჩემთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია და მასში ვხედავ მიზანმიმართულ ანტიეკლესიურ პოზიციას, მაგრამ მათი ავტორების დაკითხვა, დაკავება და დაპატიმრება საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება.“
თუ რეაქცია არ გვექნება, მაშინ მივიღებთ ანტილიბერალიზმის ახალ ტალღას. ლიბერალური დემოკრატია არ ცნობს საკრალურ ადამიანს საკუთარ რიგებში.