Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა თბილისისთვის დახმარების მომწოდებელი ქვეყნების სია შეადგინა


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის განცხადებით, მოსკოვმა დაადგინა ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს იარაღს აგვისტოს კონფლიქტის შემდეგაც აწვდიდნენ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს მაკაროვს ეს სახელმწიფოები არ დაუსახელებია. მისივე განცხადებით, უცხოეთიდან მიღებული შეიარაღების წყალობით, საქართველომ 2008 წლის აგვისტომდე არსებული სამხედრო პოტენციალი აღიდგინა.
XS
SM
MD
LG