Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და სლოვენიამ "სამხრეთის ნაკადის" შესახებ კონტრაქტი გააფორმეს


რუსეთმა და სლოვენიამ გააფორმეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, სლოვენიის ტერიტორიაზეც გაივლის „სამხრეთის ნაკადი“ - გაზსადენის პროექტი, რომელიც ბუნებრივი აირის რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. კონტრაქტს მოსკოვში მოაწერეს ხელი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ბორუტ პაჰორმა. „სამხრეთის ნაკადი“, გეგმით, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს და რუსული გაზი შავი ზღვის ფსკერზე გავლით (უკრაინისთვის გვერდის ავლით) მიაწოდოს ევროკავშირს. გაზსადენის პროექტის განხორციელებას რუსეთის „გაზპრომი“ და იტალიის კომპანია „ენი“ აფინანსებენ.
XS
SM
MD
LG