Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მიესალმა ავღანეთის პრეზიდენტის მეორე ვადით დამტკიცებას და კორუპციასთან ბრძოლა მოითხოვა


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ ჰამიდ კარზაის ინაუგურაცია ისტორიული მომენტი იყო, მაგრამ დაამატა , რომ მან უნდა გაათავისუფლოს თავისი მთავრობა კორუპციისგან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ, რომელიც ესწრებოდა ინაუგურაციას, თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოელის კარზაისგან, რომ მისი სიტყვებს საქმე მოჰყვება. ნატო ავღანეთშია უკვე რვა წელიწადი და ავღანეთს თალიბანისგან განთავისუფლებაში ეხმარება. დასავლეთში ამ მისიისადმი მხარდაჭერა ნელდება.
XS
SM
MD
LG