Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინების სამხრეთ პროვინცია მაგინდანაოში 21 თავმოკვეთილი გვამი აღმოაჩინეს


როგორც ”ბიბისი” იუწყება, სავარაუდოდ, ცხედრები ცოტა ხნის წინ მძევლად აყვანილ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ეკუთვნის. ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ჯგუფი მძევლად რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა პოლიტიკური მტრობის გამო აიყვანა. წინასაარჩევნო კამპანია გასულ კვირას დაიწყო, ხოლო არჩევნები მომავალ წელს უნდა გაიმართოს. პროვინცია მაგინდანაოში ვითარება მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირებით გამოირჩევა. წინასწარი ინფორმაციით, გატაცებულთა შორის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორობის კანდიდატის მეუღლეა.
XS
SM
MD
LG