Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სილვიო ბერლუსკონი ბელორუსიაში ჩავა


ბელორუსიაში იტალიის ელჩის განცხადებით, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ორშაბათს ჩავა ბელორუსიაში. ეს ნიშნავს, რომ ბერლუსკონი პირველი დასავლელი ლიდერი იქნება, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე ესტუმრება ამ ქვეყანას. ბელორუსიას და დასალეთს შორის კონტაქტები შეზღუდულია მას შემდეგ, რაც 1994 წელს ხელისუფლებას სათავეში მოექცა ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელსაც ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. მაგრამ წელს ლუკაშენკო იტალიას ეწვია, ბოლოხანს კი განაცხადა, რომ სურს დასავლეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
XS
SM
MD
LG