Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიელი ამომრჩევლის 57 პროცენტი მინარეთების მშენებლობის წინააღმდეგია


ოფიციალური შედეგების თანახმად, დღეს გამართულ რეფერენდუმზე შვეიცარიელი ამომრჩევლის 57 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი მემარჯვენეთა წინადადებას ქვეყანაში ახალი მინარეთების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. შედეგები შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო ATS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რეფერენდუმამდე ინიციატივა უარყვეს შვეიცარიის მთავრობამ და პარლამენტმა - ის ქვეყნის კონსტიტუციის, რელიგიის თავისუფლების, და ქვეყნის შემწყნარებლური ტრადიციების დარღვევად აღიქვეს. მინარეთები მეჩეთების კოშკებია, საიდანაც მუსულმანებს ლოცვისკენ მოუწოდებენ. წინადადება მემარჯვენე პარტიამ წამოაყენა, რომელიც აცხადებს, რომ მინარეთები ქვეყნის ისლამიზაციის მცდელობის ნაწილია.
XS
SM
MD
LG