Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ირანის მიმართ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოდის


დღეს საფრანგეთი გამოვიდა მოწოდებით, გამკაცრდეს ირანის მიმართ სანქციები მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა პიერ ლელუშმა განაცხადა, რომ მოვიდა დრო, ირანის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები იქნეს მიღებული. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ამასობაში ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამენენეიმ დღეს თქვა, რომ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ვერ შეძლებენ ირანის იზოლაციას. მან გაიმეორა, რომ ირანი კვლავაც შეეცდება, მოიპოვოს ბირთვული ტექნოლოგია სამშვიდობო მიზნებისთვის. შაბათს ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ თქვა, რომ თეირანს ურანის გამამდიდრებელი 20 სადგური ესაჭიროება 20 მეგავატი ელექტროენერგიის საწარმოებლად.
XS
SM
MD
LG