Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დღეს გლოვაა გამოცხადებული


რუსეთის ქალაქ პერმის ღამის კლუბ ”კოჭლ ცხენში” დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით 7 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღედაა გამოცხადებული.

დღის განმავლობაში რუსეთის ყველა სამთავრობო დაწესებულების შენობაზე დროშა დაშვებული იქნება. გლოვის ნიშნად მაუწყებლობას შეწყვეტს რამდენიმე სატელევიზიო არხიც, ხოლო ქვეყნის ყველა ქალაქში დაღუპულთა მოსახსენიებელად სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ღამის კლუბ “კოჭლ ცხენში” ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 112 ადამიანი დაიღუპა, 140-მა სხვადსხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

XS
SM
MD
LG