ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩასულმა ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიიღო 2009 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში თავისი გამოსვლით, რომელიც ომსა და მშვიდობას, ბირთვულ გაუვრცელებლობას და აშშ-ის როლს ეხებოდა ავღანეთსა და ერაყში. ობამამ, ოსლოში ცერემონიაზე, "მადლიერების დიდი გრძნობა" გამოხატა პრემიისთვის და აღიარა კრიტიკაც, რომ მას საკმარისი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ პრემია დაემსახურებინა. ამერიკის პრეზიდენტმა, რომლის განკარგულებით დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი გაიგზავნა ავღანეთში, თქვა, რომ ზოგჯერ ომი საჭირო და მორალურად გამართლებულია. ნობელის პრემია ობამას ოქტომბერში მიანიჭეს - როგორც ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა - საეთაშორისო დიპლომატიის გაძლიერებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის, ხალხთა შორის თანამშრომლობის და ბირთვული განიარაღების საქმეში მცდელობისთვის.
ყველაზე პოპულარული
1