Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელეგრაფი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს


რუსეთის ცენტრალური ტელეგრაფი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, მაგრამ რუსეთის ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში ცხინვალს ისევ საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ. ერთმა სატელეფონო ჩანაწერმა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია, კოკოითისთან დაახლოებულმა ცხინვალის ტელევიზიის ჟურნალისტმა კოსტა კოშტემ კი ამ თემას სპეციალური გადაცემა მიუძღვნა. ერთი სატელეფონო საუბრის შინაარსი სწორედ ამ გადაცემიდან გახდა ცნობილი. რუსეთში მყოფი ცხინვალის ერთი მოქალაქე ცენტრალურ ტელეგრაფში რეკავს და სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში დეპეშის გაგზავნის შეკვეთას აძლევს, მაგრამ ოპერატორი გოგონა უპასუხებს, რომ მისთვის დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის არსებობა ცნობილი არ არის და ცხინვალი საქართველოს ქალაქია. ამ პასუხის შემდეგ ოსი ეროვნების მოქალაქე დეპეშის გაგზავნას გადაიფიქრებს. რადიო თავისუფლებამ ცხინვალის ტელევიზიით გასული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG