Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაურ არძინბა: „ერთობა და კონსოლიდაცია დაგვეხმარება, ეფექტიანად ავაშენოთ ეკონომიკაც და პოლიტიკაც“


ზაურ არძინბას საარჩევნო ბილბორდი სოხუმში
ზაურ არძინბას საარჩევნო ბილბორდი სოხუმში
შაბათს, 12 დეკემბერს, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის თანამდებობას ერთმანეთს ეცილება ხუთი კანდიდატი: მოქმედი პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პროფესორი ვიტალი ბგანბა, სახელმწიფო კომპანია „აფხაზეთის სანაოსნოს“ ხელმძღვანელი ზაურ არძინბა და ეკონომიკური განვთიარების პარტიის თავმჯდომარე ბესლან ბუტბა. რაულ ხაჯიმბასთან და ბესლან ბუტბასთან ინტერვიუები რადიო თავისუფლებამ გასულ კვირაში შემოგთავაზათ. დღეს გთავაზობთ საუბარს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ზაურ არძინბასთან, რომელსაც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ანდრეი ბაბიცკი ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა მიგაჩნიათ თქვენი საარჩევნო კამპანიის ყველაზე ძლიერ, ყველზე მნიშვნელოვან პუნქტად?

ზაურ არძინბა: ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც აუცილებელია მთელი საზოგადოებისათვის! კონსოლიდაციის აუცილებლობა წარმოიქმნა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ამ ხუთი წლის განმავლობაში ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვეთ ომში, ვაჯობეთ როგორც რიცხობრივად, ასევე შეიარაღებით აღმატებულ მოწინააღმდეგეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ერთობა და კონსოლიდაცია დაგვეხმარება უკვე აღიარებულ ქვეყანაში ეფექტიანად ავაშენოთ ეკონომიკაც და პოლიტიკაც.

რადიო თავისუფლება: თქვენ მიგიჩნევენ კარგ მეურნედ, ლაპარაკობენ რომ თქვენს ბიოგრაფიაში არის ისეთი მომენტები, რომლებიც მსხვილი ეკონგმიკური სტრუქტურების მართვის კარგ უნარზე მეტყველებენ. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში გაიმარჯვებთ, რას იზამთ - ეკონომიკით დაიწყებთ?

ზაურ არძინბა: ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ეკონომიკური ვითარება, რომელიც პარქტიკულად ჩავარდნილია იმ სანქციების შედეგად, რომელიც ომის შემდეგ იქნა შემოღებული. შიდა რესურსებით ასევე ვერ მოხერხდა დანგრეული ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენა. გაწყდა ყველა ეკონომიკური კავშირი დანარჩენ სამყაროსთან. დღეს, რუსეთის ფედარციის მიერ ჩვენი ქვეყნის ცნობის შემდეგ გაგვიჩნდა ეკონომიკის აღდგენის შესაძლებლობა და ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ შენებას.

რადიო თავისუფლება: თუ არსებობს ეკონომიკის ჩრდილიდან გამოყვანის შიდა რესურსები. ალბათ, კორუფციის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღების ხარჯზეც შეიძლება დინამიურების მიცემა...

ზაურ არძინბა: რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორიენტირებული ვიქნებით შიდა რესურსებზე, გამოუყენებელ რესურსებზე, რადგანც გაწვდილი ხელით სიარული არ შეჰფერის ჩვენ ერს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. როგორ გესახებათ აფხაზეთის მომავალი გარე სამყაროსთან მიმართებაში?

ზაურ არძინბა: უწინარეს ყოვლისა საგარეო პოლიტიკას განვავითარებთ კავშირში რუსეთის ფედერაციასთან, რომელელმაც ჩვენი დამოუკიდებლობაც ცნო და დიდი პასუხისმგებლობაც აიღო საკუთარ თავზე. ასევე აქტიურად ჩავერთვებით აფხაზეთის აღიარების პროცესში, რათა ჩვენი დამოუკიდებლობა ცნონ სხვა ქვეყნებმაც - პირველ რიგში რუსეთთან მოგობრულ ურთიერთობაში მყოფმა ქვეყნებმა.

რადიო თავისუფლება: რაში განსხვავდება თქვენი პოზიცია მოქმედი ხელისუფლების ხედვისგან. ისინიც რუსეთთან კავშირში არიან და ისინიც იბრძვიან აღიარებისთვის.

ზაურ არძინბა: ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. პრობლემებიც ეხმიანება ერთმანეთს, რადგანაც მათი არსებობის ტერიტორიაც ერთია. ამიტომ, თუ იქნება ათი კანდიდატი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი იპოვნის არსებით განსხვავებას. ვიდრე ყველა ამჩნევს და ვიდრე ეს პრობლემები არსებობენ, საჭიროა მათი გადაჭრა.
XS
SM
MD
LG