Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება “რენეგატ ქართველ პოლიტიკოსებზე” ალაპარაკდა


ნუგზარ წიკლაური: "რენეგატების დაკრულზე არ ვიცეკვებთ."
ნუგზარ წიკლაური: "რენეგატების დაკრულზე არ ვიცეკვებთ."
საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს სთხოვა, უარი თქვან პეტერბურგში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობაზე. ღონისძიება დღეს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ მოაწყო. პარალელურად, ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა - მათ შორის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - გაავრცელეს ცნობა ევგენი პრიმაკოვთან ლონდონში გამართულ ფარულ შეხვედრაზე, რომელსაც, თითქოსდა, ოპოზიციის ლიდერები - ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ.

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ მოიწვია საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომელზეც საგანგებო მიმართვის მომზადება იგეგმება. კონგრესში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ხელისუფლებაში 90-იანი წლების დასაწყისში მოღვაწე პოლიტიკოსები და აჭარის ყოფილ ლიდერ ასლან აბაშიძის მომხრეები, რომლებიც, მათივე სიტყვით, “უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებას ისახავენ მიზნად”, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ, 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის მიმართვამდე, მოსახლეობას საკუთარი პრეს-მდივნის პირით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ალექსანდრე ებრალიძეს კრემლის მიერ შემონახული შესაძლო დესტაბილიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა უწოდა.

პარალელურად, ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა - მათ შორის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - გაავრცელეს ცნობა ევგენი პრიმაკოვთან ლონდონში გამართულ ფარულ შეხვედრაზე, რომელშიც, თითქოსდა, ოპოზიციის ლიდერები ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ. ნუგზარ წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ პოლიტიკოსებს რენეგატები უწოდა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს და საქართველოს ბოლო ელჩს რუსეთის ფედერაციაში, ეროსი კიწმარიშვილს, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ევგენი პრიმაკოვთან ლონდონში გასაიდუმლოებული შეხვედრის ფაქტი. თუმცა, როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, იგი უარს არ იტყვის პრიმაკოვთან შეხვედრაზე, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. “და, თანაც, ეს შეხვედარ სულაც არ იქნება საიდუმლოო”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნახსენებ ლევან გაჩეჩილაძეს, იგი 15 დეკემბერში ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ზუგდიდის ოფისის წევრებს შეხვდა. ლევან გაჩეჩილაძემ ზუგდიდში განაცხადა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ სულ მალე პროტესტის “მძლავრი მესამე ტალღა“ დაიწყება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG