Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა


ხმელთაშუაზღვაში, ლიბანის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სამძებრო და სამაშველო სამუშაო გრძელდება. ხუთშაბათს ღამით იქ ამინდის გაუარესების გამო სატვირთო გემი ჩაიძირა, რომელზეც 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით 40-მდე მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა, დაღუპულია ორი ადამიანი, ათობით დაკარგულად ითვლება. გემი პალესტინის დროშით ცურავდა. გემით ათასობით სული პირუტყვი ურუგვაიდან სირიაში გადაჰყავდათ. გემის ეკიპაჟი ძირითადად ფილიპინელებისა და პაკისტანელებისგან შედგებოდა. სამაშველო მუშაობაში ჩართულია გაეროს სამშვიდობო ძალების გემები, ლიბანის სამხედრო გემები, სირიისა და კვირპოსში განლაგებული ბრიტანეთის ძალების გემები.
XS
SM
MD
LG