Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორველაშვილი: თბილისი-მოსკოვის ავიარეისების აღდგენა ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნება


”ეროვნული ფორუმის” პოლიტსაბჭოს წევრის, ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის აზრით, ავიაკომპანია ”აირზენა” ვერ გაბედავდა რუსეთისთვის ავიარეისების აღდგენის შეთავაზებას, ეს რომ საქართველოს სახელმწიფოს ნება არ იყოს. მისი აზრით, ავიარეისების აღდგენას გარკვეული მნიშვნელობა ექნება ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა მხოლოდ მოქალაქეებისთვის და არა სახელმწიფოსთვის, რადგან ამ გზით საქონელს ვერავინ შემოიტანს ან გაიტანს. ორველაშვილი არც ლარსის გამსვები პუნქტის გახსნას თვლის მომგებიანად. მისი აზრით, თუკი საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა არ ექნება რუსეთთან და არ გაიტანს პროდუქციას, მაშინ გამოდის, რომ ლარსის გახსნით მხოლოდ მეზობელი სომხეთი მოიგებს.
XS
SM
MD
LG