Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭომ აზერბაიჯანის ადგილობრივი არჩევნები გააკრიტიკა


ევროპის საბჭოს მისიამ გააკრიტიკა აზერბაიჯანში 23 დეკემბერს გამართული ადგილობრივი არჩევნები. მონიტიორინგის ჯგუფის წევრის ფრენსის ლეკის თქმით, არჩევნებმა აჩვენა ადგილობრივი დემოკრატიის სისუსტე. ევროპის საბჭოს მისის განაცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებისადმი საზოგადოების გულგრილობა გამოწვეულია ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის არ არსებობით. ოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 32-მა პროცენტმა, ხმების უმრავლესობა კი მმართველმა პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიიღო.
XS
SM
MD
LG