Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმთან საბრძოლველად აშშ იემენის მთავრობის დახმარებას განაგრძობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ იემენში არსებული არასტაბილურობა საშიშია როგორც რეგიონული, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ იემენის ხელისუფლებამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს უნდა მიმართოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა, დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგოს. ამასთან, კლინტონმა დაადასტურა, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად აშშ იემენის მთავრობის დახმარებას განაგრძობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ვაშინგტონი იემენის განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 63 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.
XS
SM
MD
LG