Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: სიმონ ჯანაშია


სიმონ ჯანაშია, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი
სიმონ ჯანაშია, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი
14 იანვარს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმარი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია გახლდათ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად წამოიწია წინ განათლების სფეროში არსებულმა პრობლემებმა. პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან ბათუმში, პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა, სახელმწიფომ განათლების სისტემას ვერ მიხედა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლების ხარისხი დაეცა. სწორედ ამ და სხვა საკითხების გარშემო ისაუბრა სიმონ ჯანაშიამ თბილისის სტუდიაში: ”მხოლოდ პირადი გამოცდილება არ არის საკმარისი იმისთვის, რათა დავასკვნათ, რომ განათლების სფეროში გაუმჯობესება ან გაუარესება შეინიშნება. იმისთვის, რომ მსგავს საკითხზე ვისაუბროთ, საჭიროა მინიმუმ ათი წლის წინანდელი კვლევები მაინც გვქონდეს, რომლებსაც დღეს არსებულ მონაცემებს შევადარებთ. სიმართლეს შესაბამება ის, რომ განათლების დონე ნამდვილად გაცილებით დაბალია ვიდრე ჩვენ გვსურს რომ იყოს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხი არის იმისი ადეკვატური, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ. ჩვენ რა სახსრებიც გვაქვს განათლების სისტემაში ჩადებული, შესაბამისად, იმ დონესაც ვაღწევთ განათლების სფეროში”, - აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.
XS
SM
MD
LG