Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ აირჩია


საქართველოს ცსკ-ში ოპოზიციური პარტიების წევრებმა კომისიის თავმჯდომარე არ აირჩიეს. დღევანდელ სხდომას 6 ოპოზიციური სუბიექტიდან ოთხის - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, რესპუბლიკური პარტიისა და პოლიტიკური გაერთიანების ”ჩვენ თვითონ” წარმომადგენლები დაესწრნენ. შესაბამისად, კვორუმი არსებობდა, თუმცა, ლევან თარხნიშვილის, ზურაბ ხარატიშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებმა ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. არსებული კანონმდებლობით, ცსკ-ის თავმჯდომარეობის ამ სამი კანდიდატიდან ერთს პარლამენტი ერთი კვირის განმავლობაში აირჩევს.
XS
SM
MD
LG